Sunday, April 21, 2013



პროექტის სახელწოდება  დედაშვილობა
პროექტის მთავარი თემა: იცნობენ თუ არა დედები საკუთარ შვილებს, მათ მისწრაფებებს, რა უყვართ და რა იტაცებთ.
პროექტის აქტუალობა: შვილისთვის დედა ყველაზე საყვარელი, მზრუნველი და მისაბაძი არსებაა. დედის დღესთან დაკავშირებით გამოვხატოთ მეტი ყურადღება დედებისადმი.
პროექტის მიზნები: დედის როლი, პასუხისმგებლობა და მოვალეობა შვილების სწორად აღზრდის საქმეში. შვილების დამოკიდებულება დედებისადმი, მათი მოვალეობა დედის წინაშე.
მოსწავლეთა ასაკი: დაწყებითი, მესამე კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე 1.03 – 10.03 მარტის ჩათვლით.
მოსალოდნელი შედეგები: მშობლები ახლა იგებენ რა უფრო უყვართ თავიანთ შვილებს. ზოგი ბავშვის დაწერილი ინფორმაცია ემთხვვა მშობლის შეფასებას, ბავშვები სიხარულით უძღვნიან მშობლებს სასიამოვნო და თბილ სურვილებს, დედები და შვილები ერთად აშენებენ სიყვარულის სახლს.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ბავშვების წერილები, გამოკითხვები რა უყვართ ყველაზე ძალიან, ფერადი ქაღალდები, მარკერები, სქელი კარდონის ფურცლები სიყვრულის სახლის ასაშენებლად, ფერადი ლამაზი წებოვანი ქაღალდები, სანთლები.
პროექტის მსვლელობა: ინსცენირება დედა-შვილზე, ასრულებს ორი მოსწავლე, სიმღერადედაზე.” გონებრივი იერიშის რუკადედა” – ლამაზი, კეთილი, ჭკვიანი, მზრუნველი, საყვარელი. ლექსები დედაზე, საუბარი ურთიერთობაზე, რომლსაც სახელად ეწოდება სიყვარული.
კითხვა-პასუხი დედებს. სიყვარულის სახლში იწერება თბილი სიტყვები. სიყვარულის სახლის შენება: ურიგდება ყვავილები მშობლებს და ბავშვებს და წერენ თბილ და ლამაზ სიტყვებს დედებისათვის. ხოლო მშობლები შვილებს უსრულებენ სურვილებს. ხდება პრეზენტაცია და სახლი ყვავილებით ივსება.
სიყვარულის სანთლებს ანთებენ მშობლები და ყველა ერთმანეთს თბილ ლამაზ სიტყვას ეუბნევა, ერთი-მეორეს გადასცემს და ინთება ყველა სანთელი, შემდეგ ქრება სანთლები და იყოფიან ორ ჯგუფად და ფორმატზე ხატავენ ჯადოსნურ სანთლებს.
მშობლები გამოიკითხებიან რა უყვართ მათ შვილებს.
იკითხება ყველა ბავშვის შესულებული კითხვარი მასწავლებლის მიერ.
1              ყველაზე მეტად მიყვარს...
2              თავისუფალ დროს რას ვაკეთებ?
3              ჩემი საყვარელი სადილი.
4              ყველაზე მეტად დედას გულს უხარებს...
5              დედიკო მე მახარებს...
ყველა ბავშვი ასრულებს ამ დავალებას, შემდეგ მოწმდება რამდენად ცნობს დედა საკუთარ შვილს.
პროექტის ხელმძღვანელი: მზია გამხიტაშვილი III კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  m.gamxitashvili@gmail.com